ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როგორია ხელისუფლების გეგმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში მსხვილ სატრანსპორტო პროექტებზეა ყურადღება გამახვილებული. დოკუმენტის მიხედვით, ფოთში ახალი ტერმინალი შენდება, ვითარდება ბათუმის პორტი და დაგეგმილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებაც.

“სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, იგეგმება ფოთში APM ტერმინალის გაფართოება და Pace Group-ის ახალი ტერმინალის მშენებლობა (პროექტი დაწყებულია – აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა); ასევე, მიმდინარეობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა (აშშ-ის კორპორაცია TRAMO GROUP-ის ინვესტიცია); სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა ანაკლიის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას” – ნათქვამია ოცნების საარჩევნო პროგრამაში.

მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში არაა დაკონკრეტებული ვადა, თუ როდის აპირებს ხელისუფლება საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის პორტზის მშენებლობისთვის. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავის გამო, არსებობს რისკი, რომ ანაკლიის პორტზე გამოსაცხადებელი ტენდერი ჩაიშალოს.

სრულად:

იტვირთბა....