მთავარი ციტატა

“არის შეფერხებები, არის დაბრკოლებები, არის დაგვიანებები, პაციენტები რეკავენ წუხილით, მაგრამ ეს ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ევროპაში იყო” – ცერცვაძე

“მინდა ვთქვა, რომ არის შეფერხებები, არის დაბრკოლებები, არის დაგვიანებები, პაციენტები რეკავენ წუხილით, მაგრამ ეს დაგვიანებები და შეფერხებები ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ევროპის ქვეყნებში იყო. ჩვენ რომ არ მოვმზადებულიყავით, როგორ გავუძლებდით დღეში 2000 კოვიდინფიცირების შემთხვევას ასეთი მინიმალური ხარვეზებით. ესე იგი მოვემზადეთ. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ დღეს ვინარჩუნებთ იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც 1 მლნ მოსახლეზე ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. მიუხედავად გაზრდილი რაოდენობისა, 0.73-ია გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ ცერცვაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....