ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა – ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.

როგორც ხომასურიძის ადვოკატმა, მამუკა ბასილაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, ხომასურიძეს ექსპერტიზა მისი შუამდგომლობის საფუძველზე უტარდება. ბასილაშვილის თქმითვე, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი.

ასევე “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ხომასურიძეს კიდევ ერთი ბრალი დაემატა. მათივე ცნობით, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე, ციხის რეჟიმის ინსპექტორს თავს დაესხა.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

იტვირთბა....