ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ” – გომელაური ჟურნალისტს

“მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ” – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტს, რომელმაც მინისტრს ბათუმში ყოფნის მიზეზი ჰკითხა.

გომელაურმა არც იმაზე გასცა პასუხი, რა ეტაპზეა ახლა ზუგდიდის სპეცოპერაცია.

“გამანებეთ თავი. არ შეიძლება ესეთი რაღაც. 20-ჯერ გავაკეთე განცხადება” – თქვა მინისტრმა.

ცნობისათვის, ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, საქმეზე ერთადერთი ბრალდებული ჯერჯერობით ბადრი ესებუაა.

 

იტვირთბა....