ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მას მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ამის შესახებ „მთავარი არხი” წერს.
კომპანიაში ამბობენ, რომ კონტროლიორები განრიგით მუშაობენ და როდესაც ინფიცირებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, სამსახურში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ კონტროლიორი ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდა და კორონავირუსიც სწორედ ამ პერიოდში დაუდგინდა.
სატრანსპორტო კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ინფიცირებულს შეხება არც თანამშრომლებთან ჰქონია.