ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
ოჯახის წევრების განცხადებით, ბადრი ესებუა ოჯახში დაბრუნებას დღეს გეგმავდა.
ცნობისათვის, ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, საქმეზე ერთადერთი ბრალდებული ჯერჯერობით ბადრი ესებუაა.