“ცხადია, ეს არ არის მე-20 საუკუნის დასაწყისის გვატემალა, მაგრამ 21-ე საუკუნეში თუ გადმოვიტანთ, ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვემსგავსებით ღარიბ ბანანის რესპუბლიკას, თუ ასე გაგრძელდა, თუ ვერ შევძელით პოლიტიკური სიმზიმის ცენტრის პარლამენტში გადატანა, თუ ვერ შევძელით ჩვენი ხმისთვის ფასის დადება, რომ რეალურად ქვეყანას მართავდნენ ის ადამიანები, ვისაც ხალხი ირჩევს. თუ ჩვენ ეს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთი შეხედვით მარტივი ცვლილებები ვერ მოვიტანეთ, სულ რაღაც 4 დღეში, რეალურად, ნიშანი იმისა, რომ ჩვენ, მომავალ წელს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში შევალთ, ცხადია. მომავალ წელს გველოდება ეკონომიკურად რთული წელი, კოვიდის მართვის თვალსაზრისით რთული წელი. რეალურად, იდეებისგან დაცლილ ნაცრისფერ რუხ ფერებში ვხედავ ჩვენს ძალიან რთულ 2021 წელს.”
გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი
ფორმულა