“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულიად გარანტირებული. ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ასევე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.”
ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.