“ბევრი სურათები იყრება ხოლმე სოციალურ ქსელში, ისევ დიდი თავშეყრის, ისევ დიდი ქეიფის, ისევ დიდი დაბადების დღისა, თუ ქორწილის. კარგია ეს, რა თქმა უნდა, რომ ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში, მაგრამ თავი შევიკავოთ ამ დიდი თავშეყრებისგან.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ხოლო, 15 ადამიანი გარდაიცვალა.