“ახლა, როდესაც ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება, ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ. ასევე, რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს დახურულ შენობებში, თუ ეკლესიის გარეთ. ამიტომ, ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და ჩვენს მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად იყოს დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე ტაძარში ინფიცირების შემთხვევები გვქონდა, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ასევე მრევლი.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
“ფეისბუქ ლაივი”
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 1 2632. ხოლო, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს.