“ეს ძალიან რთული კითხვაა, თუ ინფიცირებულთა რა რაოდენობის შემდეგ გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას სიტუაციის მართვა. ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება ინფიცირებულთა მართვა. უპირველესი მოვალეობაა, რომ ჯანდაცვის სისტემა ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს, მაგრამ ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის არც ჯანდაცვის რესურსის. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროგნოზირების რამდენიმე სცენარი გვაქვს და ჯერერობით ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
“ფეისბუქ ლაივი”
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 262 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 1 2632. ხოლო, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 238-ს შეადგენს.