„სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა სურთ, ისწავლონ. ის კი, რომელმაც არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით კანონი დაარღვია, კარგავს უფლებას იყოს სტუდენტი. გაუშვით ისინი ზოგი არმიაში, ზოგიც – ქუჩაში, დაე, იარონ ქუჩებში, მაგრამ უნივერსიტეტებიდან გარიცხულები უნდა იყვნენ“.
ალექსანდერ ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი
ინფორმაციისთვის, 26 ოქტომბერს ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ.
აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს