„საქართველოში არჩევნების დღე ახლოვდება და ჩვენ ველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა განაცხადა.
ამასთანავე, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ არჩევნებზე შედარებით მაღალი აქტივობა იქნება.
„ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილე თავს შეიკავებს ძალადობისგან და არჩევნებზე იქნება სამართლიანი კონკურენცია ყველა პარტიას შორის. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ შედარებით მაღალ აქტივობას და ამომრჩევლები შეძლებენ თავისი აზრის დაფიქსირებას და შესაძლებლობა ექნებათ გადაწყვიტონ თუ ვინ იქნება ქვეყნის მომავალი ხელისუფლება. შვეიცარია საარჩევნო პროცესს აქტიურად დააკვირდება, მათ შორის არჩევნების დღეს. სხვა საელჩოებთან ერთად ჩვენ გვეყოლება პატარა ჯგუფები წარმოდგენილი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე და ამგვარად დავაკვირდებით არჩევნებს“, -განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.