ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სტატისტიკური მაჩვენებელი საყურადღებოა” – თამარ გაბუნია განცხადებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი აქტიურად მუშაობს, რათა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ქვეყნის ყველა რეგიონში მინიმუმამდე შემცირდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. აჭარაში გვაქვს გარკვეული მერყეობა, რაც შემთხვევების აქტიურ გავრცელებაზე მიუთითებს. საყურადღებოა გარდაცვალების შემთხვევები, დღეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს როგორც აჭარაში, ისე ყველგან.

აჭარაში გარდაცვალების რვა შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა საყურადღებო და სამწუხაროა. გარდაცვლილებთან დაკავშირებით მძიმე ანამნეზი გვაქვს და სწორედ ამაზე არის აწყობილი მთელი პროტოკოლი – მძიმე ქრონიკულად დაავადებული პაციენტები დროულად მოხვდნენ ჰოსპიტალში და სათანადო მეთვალყურეობა გაეწიოთ, ამისთვის მაქსიმალური მობილიზება ხდება. ვინც ჯანმრთელია, მარტივად გადააქვს და მათთან ვირუსის მართვის განსაკუთრებული სირთულე არ დგება” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისათვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....