ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(ვიდეო) როგორ ვმართოთ კორონავირუსი სახლის პირობებში – ბუწაშვილის რჩევები

“ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო” ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რეკომენდაციებს ავრცელებს. საუბარია წესებზე, რომელიც უნდა დავიცვათ, რომ შევამსუბუქოთ დაავადებით გამოწვეული სიმპტომები და არ გავავრცელოთ ინფექცია.

“შეგიძლიათ გამოიყენოთ სიცხის დამწევები და ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად, იბუპროფენი, პარაცეტამოლი). მიიღეთ სითხე, იმოძრავეთ, რაც თრომბოზის პროფილაქტიკის საშუალებაა. იარეთ ოთახში ან შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები. აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები (პერიოდულად ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ან ბუშტის გაბერვა).

არ გამოიყენოთ თვითნებურად სისხლის გამათხელებლები, მაგალითად “ასპირინი” და ჰორმონები, მაგ: “დექსამეტაზონი’ და ანტიბიოტიკები. სისხლის გამათხელებლების არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება სისხლდენით გართულება გამოიწვიოს. ეცადეთ, მიიღოთ ჯანსაღი, ცილებით მდიდარი საკვები და ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეული” – ამბობს ექიმი.

ვიდეოინსტრუქცია მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით ინფექციონისტ მაია ბუწაშვილთან თანამშრომლობით და ეყრდნობა საერთაშორისო რეკომენდაციებს. 

იტვირთბა....