“ოცნება მოიგებს არჩევნებს, მაგრამ პრობლემა იქნება მიაღწევს თუ არა ის 2024 წლამდე. არსებული პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება ამ ტემპით და ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. მოჰყვება ამას რიგგარეშე არჩევნები, თუ გამწვავდება სიტუაცია ქუჩებში, ამას ვერ გეტყვით. მუშაობს პანდემიაც, გაიზრდება სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და ძალიან გამწვავდება ეს პროცესი, ეს კი იმუშავებს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება შეძლებს ამ პრობლემებს გაუმკლავდეს. მეეჭვება ეს რესურსი ჰქონდეს, ეს ყველაფერი და ამას დამატებული კორონავირუსი, მაფიქრებინებს, რომ არჩევნების შემდეგ საკმაოდ მძიმე ვითარებაში მოუწევს ქვეყანას ცხოვრება.”
ვახტანგ ძაბირაძე – პოლიტოლოგი
“ინტერპრესნიუსი”