„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, საერთაშორისო კომპანია SURVATION ბევრჯერ გამხდარა ცინიზმისა და კრიტიკის საგანი.
მისი თქმით, ეს ის კოპმპანიაა, რომელმაც შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგები ჯერ 16%-ით ააცილა რეალობას, შემდეგ კი თავადვე გააქრო ეს შედეგები საკუთარი ვებ-გვერდიდან.
„დანგრეულ ეკონომიკას და პანდემიით დატანჯულ მოსახლეობას, ირაკლი კობახიძის გამოგონილი და დაწერილი კვლევები არაფერში არ სჭირდება და უფრო მეტიც, არავის სჯერა. ამ უაზრობის ტირაჟირებისათვის, ირაკლი კობახიძეს თავად ბიძინა ივანიშვილი ძალიან მწარედ დასჯის შაბათ საღამოს, როდესაც არჩევნების შედეგებს იხილავს“ – განაცხადა ბიწაძემ.
ინფორმაციისთვის, ბრიტანულმა კომპანია Survation-მა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 55% “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 22 % “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 5% “ლელო” – 4% “ევროპული საქართველო” – 4% “პატრიოტთა ალიანსი” – 3% “გირჩი” – 2% “ლეიბორისტული პარტია” -2% სხვა პარტიებს ხმას აძლევს – გამოკითხულთა 3%.