“სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც წყენის გამოსახატავად იმ ხალხთან მივიდა, რომელმაც რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა. ასეთ ხალხთან მოუნდა ბატონ სოსოს თავისი ხვაშიადი გამოეფინა საჯაროდ. მე მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არცერთში არ მინახავს. როგორც ჩანს ნაწყენია, გადაუვლის ეს წყენა და იმედია, სხვანაირად ისაუბრებს
თეა წულუკიანი- ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-4 ნომერი
ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისათვის, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ „ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს“.