ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სოსო ჯაჭვლიანს დასცინოდით, EBRD -ს ეძახდით და ახლა შეგიყვარდათ?” – წულუკიანი

„ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი სოსო ჯაჭვლიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს:

„ნაციონალებს“ შეუყვარდა სოსო ჯაჭვლიანი. ძალიან სახალისო ამბავია. სოსო ჯაჭვლიანს, რომელსაც წლებია EBRD-ს ეძახდით, ღიად დასცინოდით ამ კაცს, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ იყო და ახლა უცბათ შეგიყვარდათ? სოსო ჯაჭვლიანი ჩემთვის შორეული ადამიანი არ არის, პიროვნულ ნოტაზე ვსაუბრობ და არა მხოლოდ პოლიტიკურად.

სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც წყენის გამოსახატავად იმ ხალხთან მივიდა, რომელმაც რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა. ასეთ ხალხთან მოუნდა ბატონ სოსოს თავისი ხვაშიადი გამოეფინა საჯაროდ. მე მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არცერთში არ მინახავს. როგორც ჩანს ნაწყენია, გადაუვლის ეს წყენა და იმედია, სხვანაირად ისაუბრებს“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ „ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს“.

იტვირთბა....