aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მას რამდენიმე საათის განმავლობაში დაინფიცირების საფრთხე აქვს” – ქართველი ექიმი მიმართვას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„არის ბევრი რამ, რაზეც პასუხი არ აქვს სამედიცინო საზოგადოებას, კორონავირუსი ახალი დაავადებაა და გზადაგზა ვსწავლობთ, ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრი კითხვა დღესაც უპასუხოა“ – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

კოვიდი ვირუსული დაავადებაა, გადადის წვეთების საშუალებით, რომელსაც გამოვყოფთ საუბრის, სიცილის, სიმღერისა და ყვირილის დროს. ასევე ამ წვეთებს სხვა რესპირატორული დაავადებებისგან განსხვავებით აქვთ უნარი, რომ დარჩნენ ჰაერში აეროზოლების სახით რამდენიმე საათის განმავლობაში. დაახლოებით 2-დან 3 საათამდე აქვთ უნარი მათ ჰაერში იცირკულირონ.

თუ თქვენ იმყოფებოდით ოთახში და საუბრობდით ან ახველებდით, გაქვთ კოვიდი და ხართ გადადების აქტიურ ფაზაში, ასეთ შემთხვევაში თქვენგან გადმოტყორცნილი ნერწყვის პატარა წვეთების აეროლიზაცია ხდება, რჩება ოთახში და თქვენი გასვლის შემდეგაც ოთახში შემოსულ პირს რამდენიმე საათის განმავლობაში დაინფიცირების საფრთხე აქვს.

უსაფრთხო დისტანციად ითვლება 2 მეტრზე შორს ყოფნა იმ პაციენტისგან, რომელიც კოვიდინფიცირებულია. ასეთი ადამიანი თუ ახველებს. უფრო შორს გადმოტყორცნის ამ წვეთებს“ – აღნიშნავს ექიმი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 766, კოვიდ-სასტუმროში – 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....