სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსი ტურისტის მიერ გადაღებული ვიდეო აფხაზეთის ერთ-ერთი სასაფლაოდან, სადაც ასობით საფლავი უპატრონოდაა მიტოვებული. 25 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველების საფლავებთან, ცნობილი მიზეზების გამო, არავინ მისულა. რუსი ტურისტი განცვიფრებულია და თითეულ სტელასთან მისული კომენტარს აკეთებს.
“შოკში ვარ. ეს ყველაზე შემზარავი სასაფლაოა, რაც კი ოდესმე მინახავს. გასაგებია რომ ომი იყო, მაგრამ რა დააშავეს მიცვალებულებმა, რომელთა შორის არიან ბავშვები და მოხუცები. ქართველთა საფლავები საშინელ დღეშია. აქ 25 წელია არავინ მოსულა, წაქცეულია საფლავის ქვები და გაჩანაგებულია ყველაფერი, რატომ? რა დააშავეს მიცვალებულებმა?” – ციტირებს რუსი ტურისტი.
ჩვენ ვაქვეყნებთ აღნიშნულ ვიდეოს და შესაძლოა კონკრეტულ საფლავთან რუსი ტურისტის მიერ გადაღებულ კადრებში, ვინმემ საკუთარი ნათესავიც კი ამოიცნოს.