სირიაში, იდლიბის პროვინციაზე რუსეთმა ავიაიერიში მიიტანა.
როგორც BBC წერს, მომხდარს 50-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიასაშუალების ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო თურქეთის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება, „ფაილაკ აშ-შამის“ ბანაკი, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.
ცნობისთვის, ამ დრომდე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, შეთანხმება თითქმის არ დარღვეულა.