ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თუ “ლოკდაუნს“ არ გამოვიყენებთ, ამის მართვა ძნელია” – დაუბრუნდება თუ არა ქვეყანა საყოველთაო კარანტინს

“ორი გზა გვაქვს:. ერთი – დავუბრუნდეთ ჩაკეტვებს, კარანტინს და იმ ღონისძიებებს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ გაზაფხულზე და რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა განიხილავს. მათ ნაწილობრივი „ლოკდაუნები“ უკვე შემოიღეს. ჩვენი მთავრობა ჯერჯერობთ ამაზე უარს ამბობს და მეორე, უარი ვთქვათ „ლოკდაუნზე“, ამით შეგნებულად წავიდეთ გაზრდილ რაოდენობაზე, რადგან „ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია. მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....