პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
,,მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID-19, ამიტომაც ამ წუთიდან, ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში” – წერს კუკავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს.