“ბანკების ასოციაციის” განცხადებით, პანდემიის გამო, ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის ბანკებმა რესტრუქტურიზაციებთან დაკავშირებით უკვე განაცხადეს მზაობა, რომ ყველასთან იმუშავებენ ინდივიდუალურად და შესთავაზებენ რესტრუქტურიზაციებს იმ გრაფიკებით, რა გრაფიკებიც მათთვის იქნება ხელსაყრელი.
მათივე ცნობით, სესხების საყოველთაო გადავადება არ იგეგმება.
“ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რა პრობლემებიც შეიძლება არსებობდეს რესტრუქტურიზაციების დროს. ასევე გამოითქვა მზაობა, რომ წლის ბოლომდე გარკვეული არსებული პროექტების გაფართოებით იქნება მუშაობა, მათ შორის იქნება ეს სუბსიდირების ნაწილი თუ საკრედიტო-საგარანტიო მიმართულება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მარტივად მოხდეს რესტრუქტურიზაცია. ოღონდ აქ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც კლიენტები აფიქსირებენ, არის ის დარიცხული პროცენტები, რაც უკვე დაუგროვდათ წინა გადავადებების დროს და დღეის მდგომარეობითაც, მისი კაპიტალიზაცია ხდება“, – აღნიშნა „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.