„ახლა „ნამახვანის“ ჯერია, რომელსაც ფაქტია, ვიღაც ლობირებს“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მისვლას ითხოვს.
„ან საქმე გვაქვს კორუფციასთან ან მთავრობის უუნარობასა და გულგრილობასთან. ეს მოვლენები კორონავირუსის გამო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება და ვითარებას მთავრობაც სათავისოდ იყენებს. მთავრობამ უკვე გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო და უჩუმრად „თელასის“ სახელმწიფო წილის 25 პროცენტი გაყიდა. ახლა „ნამახვანის“ ჯერია, რომელსაც ფაქტია, ვიღაც ლობირებს. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა და გამოცხადდეს ნათია თურნავა პარლამენტში, რათა პასუხი გაგვცეს და გვითხრას, კომპანია რომ სამუშაოებს აგრძელებს, ნიშნავს თუ არა, რომ ქვეყანაში არის კორუფცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.