ახალი ამბები მთავარი სამართალი

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვეითს მანქანა დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....