“როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამასთან, როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ზოგადად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობას თანხმლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რვა პაციენტი გარდაიცვალა.