იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე და რეგიონალური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები დააწესონ.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, მათი გადაწყვეტილებით, კინო-თეატრები, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები დაიკეტება, ხოლო ბარ-რესტორნები საღამოს 6 საათის შემდეგ არ იმუშავებენ. ამასთანავე, საშუალო სკოლებში დისტანციური სწავლება იქნება, თუმცა მაღაზიები და სხვა კომერციული დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
კონტე ამბობს, რომ მას სურს თავიდან აირიდოს კიდევ ერთი „ლოქდაუნი“ და ეკონომიკური ზარალი, ისეთი რომლის წინაშეც ქვეყანა გაზაფხულზე დადგა.