ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობსი ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.