თეა წულუკიანის განცხადებით, არჩევნების შემდეგ არ არის გეგმაში, რომ იგი ისევ იუსტიციის მინისტრად დაბრუნდეს. ამის შესახებ განცხადება „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.
„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“ – აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა. თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია.
ცნობისათვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.