ნიდერლანდების მეცნიერთა ჯგუფმა ადამიანის ყელში ახალი, დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია, CNN, Newyork Times, Independent და სხვა გავლენიანი გამოცემები იუწყებიან. ნიდერლანდების მეცნიერთა ჯგუფის თქმით, აღმოაჩინეს ადრე შეუმჩნეველი ჯირკვლები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში იმალება, კერძოდ ცხვირის ღრუს და ყელის მიმდებარედ.
„წარმოიდგინეთ ჩვენი გაკვირვება, როდესაც ეს ვიპოვეთ” – ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი ვოტერ ვოგელი.
სამედიცინო მკვლევარები პირველად შეხვდნენ სხეულის ამ ნაწილს – ჯირკვლებს, რომლებიც ულტრათანამედროვე სკანირებით სრულიად შემთხვევით, სიმსივნური წარმონაქმნების მოძებნის დროს აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა იმავე სკანირებით მოახდინეს დამატებით 100 ადამიანის თავისა და კისრის დათვალიერება, გაკვეთეს ორი გვამი – ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. მათ ყველას ჰქონდათ ახლადაღმოჩენილი ჯირკვლების ნაკრები. ჯირკვლების ნახვა შეუძლებელია სამედიცინო გამოსახულების ჩვეულებრივი მეთოდებით, მაგალითად ისეთით, როგორიცაა ულტრაბგერითი, კომპიუტერული ტომოგრაფია ან MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).
„უცნობი ორგანოს“ იდენტიფიკაცია მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც ექიმები გამოიყენეს მოწინავე და ახალი ტიპის სკანირება, რომელსაც PSMA PET / CT უწოდებენ და რომელიც, როგორც წესი, პროსტატის კიბოს დასადგენად გამოიყენება.