ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 9 თვის ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც ირკვევა, ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„9 თვის ბავშვია ინფიცირებული, მშობლებს და ოჯახის წევრებს ვირუსი არ ჰქონიათ, ძალიან საყურადღებო შემთხვევაა და იშვიათი, თუმცა უკვე ისეთ ფაზაში ვართ, ვეღარ განსაზღვრავ ინფიცირების წყაროს. კონტაქტები მოკვლეულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები” – განაცხადა მენაღარიშვილმა.
ცნობისათვის, გურიის რეგიონში 24 საათში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა.