aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში უცნობი პირი შეიჭრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში უცნობი პირი შეიჭრა.

ადგილობრივების ცნობით, დამნაშავე საცხოვრებელ სახლში პირველი სართულის ფანჯრიდან შევიდა, სადაც სახლის მესაკუთრეს არასრულწლოვან შვილთან ერთად ეძინა.

ხოლო ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდოდ, მესაკუთრეს ხმაურზე გაეღვიძა და შესაძლო დამნაშავეს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სახლში შესულმა უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

ამ დროისთვის ბადრი ხიმშიაშვილი თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით BMC- ის კლინიკაშია გადაყვანილი.

აღნიშნული კლინიკის განმარტებით, პაციენტს საშუალო სიმხიმის დაზიანებები აქვს.

„დაზიანებული აქვს სახის ძვლები. ასევე თავზე აქვს ტრავმა, მაგრამ ტვინის დაზიანება არ აქვს. ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა. იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ,” – განმარტავენ კლინიკაში.

შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

იტვირთბა....