ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორის სახელით ურეკავენ და კორონავირუსის პროპილაქტიკისათვის პრეპარატს სთავაზობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული ორგანიზაცია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მსგავსი ზარის მიღების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართონ.

„ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....