ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ყოფილი მძევალი, დავით ხვიბლიანი “TV პირველთან” ინციდენტს იხსენებს და ტერორისტის შესახებ საუბრობს.
როგორც ხვიბლიანი აცხადებს, მას დარჩა განცდა, რომ გამტაცებელი შეიარაღებულ ძალებში ოდესღაც მაინც მსახურობდა და სისტემიდან განაწყენებული წავიდა.
“ერთადერთი რაც მითხრა იყო, რომ შენი სამსახური სამსახური გგონიაო? ვისთვის, როგორ მეთქი ვუპასუხე” -აცხადებს ხვიბლიანი.