ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში, ინკასატორის გაძარცვის გამო ერთი პირი დააკავეს – შსს

სამართალდამცავებმა ქობულეთში, ინკასატორის გაძარცვის გამო ერთი პირი დააკავეს. – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძარცვაში ბრალდებული პირი ქობულეთში დააკავეს, ხოლო ბრალდებულის მიერ უკანონოდ მითვისებული თანხის ამოღება მისი საცხოვრებელი სახლიდან მოხდა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. – წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

იტვირთბა....