ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ერთი წლის განმავლობაში მოგვიწევს

“პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან, ნებისმიერი მიზეზით,” – ეს ის ხუთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომლის დაცვისკენ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისივე განმართებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა სხვადასხვა მოდელების მიხედვით გვექნება.

“შემთხვევების ზრდა გვაქვს და გვექნება, სხვადასხვა მოდელირების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, პიკში დიდი ალბათობით ჩვენ შევალთ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს.

უმრავლეს შემთხვევაში, 90%-ში ჩვენ შეგვიძლია ეს დაავადება თვითონ ვმართოთ, ექიმის ხშირი სატელეფონო კონსულტაციით. თუ აუცილებელია ექიმის გასინჯვა, რა თქმა უნდა, ამის ყველა საშუალება არის და ამის შესაბამისი პირობები ქვეყანაში არსებობს.

მთავარია 5 რეკომენდაციის დაცვა – პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან, ნებისმიერი მიზეზით, დავიმახსოვროთ, რომ 1 წელი, მინიმუმ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რადგან ყველა ეპიდაფეთქების კერა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს საწყისს იღებს ამ დიდი თავშეყრებისგან და შესაბამისად, ვეცადოთ, დიდწილად ვიყოთ ჰაერზე და ყველა შეკრება, ვთქვათ, 5-6 ადამიანის თუ ასე შემდეგ, გავაკეთოთ გარეთ”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

იტვირთბა....