ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “გამოდით ახლა და გვწყევლეთ მე და გვარამია – მარტოა ტერორისტი?!” – კილაძე ინტერნეტში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

სოციალურ ქსელში, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალას “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება.

აღნიშნული საქმესთან დაკავშირებით, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე პოსტს ვიდეომასალასთან ერთად აქვეყნებს.

“გამოდით ახლა და გვწყევლეთ მე და გვარამია – მარტოა ტერორისტი?! ვინ უდგას გვერდით?! კეპიანი მძევალი ხომ არ გეცნოთ?! ვინ იღებს ?! ფულის გადაცემის მომენტია!” – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აწვდის პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა  შეიარაღებულ პირს თანხას.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....