ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

“კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა,” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ “ინტერნეტპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ლალი ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განაცხადა, 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისივე განცხადებით, მოზარდის კორონავირუსით ინფიცირებულმა ბებიამ და ბაბუამ კლინიკა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა ერთ კვირაზე მეტია რაც მკურნალობს.

იტვირთბა....