ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში,  კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში,  კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.

ვებ-გვერდის ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსისგან 412 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში გამოჯამრთელებულთა რიცხვმა 10 163-ი შეადგინა.

ამასთან, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ცნობისთვის, სულ საქართველოში კორონავირუსის 26503 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....