საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე – 6-მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები – ამის შესახებ, დედაქალაქის მთავრობის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
მათივე ცნობით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე, სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების წესები ნაწილობრივ იცვლება.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზები, რომლებიც ხვალიდან გაეშვება, იმუშავებს ზუსტად იგივე ტარიფებით, რომელიც დღემდე მოქმედებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე, საშეღავათო ტარიფები, რომელიც არსებობდა, იგივე იქნება ახალ ქსელშიც, თუმცა სიახლეა ის, რომ გადახდა მხოლოდ ელექტრონული საშუალებით მოხდება. ყველას შეუძლია შეავსოს ანაგრიში, ბანკომატები ბევრ ადგილას დგას“, – განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის განმარტებით, ელექტრონული გადახდის სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იმოქმედებს, ხოლო ძველში იგივე დარჩება.