ავჭალაში მოკლული კაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა – ინფორმაცია ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა დაადასტურა.
მისივე განცხადებით, ჯერ-ჯერობით მომხდარის მიზეზებზე არაფერი იცის.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ნემსიწვერიძე ერთხელ იყო ნასამართლევი და დადასტურდა, რომ ის უკანონო პატიმარი იყო.
წულეისკირის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტში მონაწილეობდა 2006 წელს.
შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.