დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ აბები, რომელიც ბაჩალიაშვილის ჩანთაში აღმოჩნდა გარდაცვლილს არ შეუძენია.
რამიშვილი გამოძიების ფარგლებში დაშვებულ სავარაუდო შეცდომებსა და ბუნდოვან გარემოებებზე.
“ყველაფერი ეს არათუ თვითმკვლელობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკვე ჯგუფური დანაშაული. ნუთუ არ უჩნდება გამოძიებას კითხვები, რომ ეს აბები, რომლებიც მას არ შეუძენია აფთიაქში, როგორ აღმოჩნდა მის ჩანთაში სხვა აბებთან, იგივე იმ ვადაგასულ წამლებთან ერთად”, – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.