რუსეთის დუმის დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, ,შესაძლოა, სომხეთში შესაბამისი ძალები საქართველოს ტერიტორიების გადაგზავნონ. ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza იუწყება.
როგორც კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, . ეს იქნება იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან საუბარია კავკასიაში “ბოევიკების” გამოჩენაზე.
“გასაგებად უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურმა თბილისმა მშვიდად უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნება. ეს იქნება იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან საუბარია კავკასიაში “ბოევიკების” გამოჩენაზე, რაც დააზარალებს რუსეთს, საქართველოსაც და ყველა დანარჩენს,”- განაცხადა ზატულინი.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.