გლდანში საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული ახალგზრდა მამაკაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა, რომელიც წარსულში, ერთ-ერთი გახმაურებული დანაშაულის ფიგურანტი აღმოჩნდა. ამის სესახებ “პრაიმტაიმი”წერს.
არსებული ინფორმაციით, ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული.
ვალერიან ნემსიწვერიძეს ბრალად ედებოდა მკვლელობის დაგეგმვა, მინდაძის დაქირავება, მისი ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფა. მასთან ერთად საქმეში ფიგურირებდა დავით მინდაძე, რომელსაც საოლქო სასამართლომ დავით დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის მცდელობაში და იარაღის უკანონო ფლობის გამო.
2007 წელს მინდაძეს სასამართლომ 21 წლით, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცნობისთვის, მანქანაში მკვლელობა გლდანში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს.