ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებს, რომლითაც მოქალაქეები განსხვავებული წესებით იმგზავრებენ

თბილისის მერიამ 300 ერთეული FORD-ის მარკის მიკროავტობუსი შეისყიდა, რომელიც კომპანია თბილისის მიკროავტობუსს იჯარით გადაეცემა. ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი ფეისბუქის გვერდზე წერს.

როგორც წილოსანი წერს,  ახალ მიკროავტობუსებში მოქალაქეები განსხვავებული წესებით იმგავრებენ.

მისი თქმით,  ახალ მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი.

ასევე, წილოსანის ინფორმაციით,  აიკრძალება ფეხზე დგომა.

“შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული რაც ახდენს “მგზავრზე ნადირობის” პრევენციას რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს”, – აცხადებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, ახალი მიკროავტობუსები სატრანსპორტო დერეფნის “ლოკალური მნიშვნელობის ხაზებზე” იმოძრავებენ.
იტვირთბა....