ქუთაისში “ევროპული საქართველოს’ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი დააზიანებს. ჩამსხვრეულია მანქანის მინები. ამის შესახებ ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლი, დავით გოგისვანიძი აცხადებს.
მისი თქმიტ, აქტივისტი ამ ავტომობილით აქციაში “დაუპიპინეს ბიძინას” მონაწილეობდა.
“ჩვენი აქტივისტის, მალხაზ შალამბერიძის ავტომობილია დაზიანებული. ჩაუმტვრიეს გვერდითი საქარე მინა. საკმაოდ აქტიური ახალგაზრდაა და თავის ოჯახის წევრებთან ერთა ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. ამ ავტომობილით ის 21-ში თბილისშიც იყო ჩამოსული და აქციაში “დაუპიპინეს ბიძინას” მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, მის ასეთ აქტიურობას ვუკავშირებთ მანქანის დაზიანებას”,-აღნიშნავს დავით გოგსივანიძე.