მთავარი ციტატა

“არსებული ხარვეზები ეტაპობრივად სწორდება”- ნათია მეზვრიშვილი

 “ის გარკვეული პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემები მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ამ მიმდინარე პროცესში ეტაპობრივად სწორდება. ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ ამ პროცესის მართვადობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რაც ბუნებრივია, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესძლებელი.”

ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ამის შესახებ მეზვრიშვილმა  მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

23 ოქტომბერს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 183 პაციენტი გარდაიცვალა. დღესვე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....