პოლიტიკა

“ჯამაჰირიის ლიდერმა დღეს გვამცნო…”

ზაზა ბიბილაშვილმა ექს-პრემიერის გამოსვლიდან მნიშვნელოვანი გზავნილები ამოკრიფა

პრეზიდენტს რეზიდენციიდან გამოასახლებენ, იმის მიუხედავად, უნდა მას ეს თუ არა-ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ჩვენ დავუკავშირდით ლევან ბერძენიშვილს, რომელმაც გვიპასუხა, რომ ეს არ არის მთავარი თემა  და თან არ იცნობს ექს-პრემიერის ამ განცხადებას. ამ განცხადებას რუსთავი 2-ის  ადვოკატი  ზაზა ბიბილაშვილი კი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

ჯამაჰირიის ლიდერმა დღეს გვამცნო, რომ:

– პრეზიდენტს რეზიდენციიდან გამოასახლებენ, იმის მიუხედავად, უნდა მას ეს თუ არა;

– არასამთავრობოების ზოგიერთი წარმომადგენელი საზოგადოებას აბინძურებს;

– ეუთოსა და ევროსაბჭოს უამრავი უმეცარი განცხადება აქვთ გაკეთებული;

– ქვეყანა გარედან არ უნდა იმართოს (ე.წ. „სუვერენული დემოკრატიის“ რუსული ცნება);

– უკანონოდ არავის უსმენენ, რადგან უშიშროებას ისეთი კაცი უდგას სათავეში, რომელიც ამას არ იკადრებს.

ბიბილაშვილი: ია ანთაძე უნდა იყო, რომ ამ ყველაფრის, “რუსთავი 2”-ისა და გაზპრომის ამბების ფონზე, ვერ შენიშნო, რომ დღეს საქართველო უკვე ღიად ევრაზიულ კურსს ადგას. სამწუხაროდ, გამოსავალი მხოლოდ ერთია: ჯამაჰირია უნდა დაინგრეს.

 

იტვირთბა....